ევროპული საბჭო – ხაზს ვუსვამთ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების არსებითად გაზრდის აუცილებლობას

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროპა უნდა გახდეს უფრო სუვერენული, უფრო პასუხისმგებელი საკუთარ თავდაცვაზე და უკეთ მოემზადოს იმისთვის, რომ იმოქმედოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს უშუალო და მომავალ გამოწვევებსა და საფრთხეებს 360-გრადუსიანი მიდგომით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნებშია აღნიშნული, რომელიც საბჭოს სპეციალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
ს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე ცვალებად გარემოში წარმოადგენს ეგზისტენციალურ გამოწვევას ევროკავშირისთვის. ამ კონტექსტში, ევროკავშირი დააჩქარებს საჭირო ინსტრუმენტებისა და დაფინანსების მობილიზებას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით. ამით, ევროკავშირი გააძლიერებს თავდაცვის მზადყოფნას, შეამცირებს მის სტრატეგიულ დამოკიდებულებებს, აღმოფხვრას მისი კრიტიკული შესაძლებლობების ხარვეზებს და გააძლიერებს ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზას შესაბამისად მთელი კავშირის მასშტაბით, რათა უკეთესად შეეძლოს აღჭურვილობის მიწოდება საჭირო რაოდენობით და დაჩქარებული ტემპით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის გაზრდას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების არსებითად გაზრდის აუცილებლობას.
„ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის განზრახვას წარადგინოს წინადადება ევროკავშირის ახალი ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილი სესხებით 150 მილიარდ ევრომდე და იწვევს საბჭოს, სასწრაფოდ განიხილოს ეს წინადადება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
საბჭო განსაზღვრავს პრიორიტეტული სფეროების ჩამონათვალს ევროკავშირის დონეზე შესაძლებლობების სფეროში მოქმედებისთვის, უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით, ევროპის თავდაცვის სააგენტოს ფარგლებში უკვე შესრულებული სამუშაოს შესაბამისად და ნატო-სთან სრული თანმიმდევრობით: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, ზუსტი ღრმა დარტყმის შესაძლებლობების ჩათვლით, რაკეტები და საბრძოლო მასალები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სტრატეგიული გამაძლიერებლები, მათ შორის სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებული, სამხედრო მობილურობა, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და რადიოელექტრონული ბრძოლა.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი ევროკავშირი პოზიტიურად შეუწყობს ხელს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და შემავსებელია ნატო-სთვის, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოებისთვის კოლექტიური თავდაცვის საფუძველი რჩება.