ევროპული საბჭო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპულმა საბჭომ ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა ოთხი სასანქციო რეჟიმი, ჰიბრიდული თავდასხმებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.
კერძოდ, ახალი შეზღუდვები შეეხო სააქციო საზოგადოება „კამაზის“ გენერალურ დირექტორს, სერგეი კოგოგინს და ნავთობის კომპანია „სურგუტნეფტეგაზს“. სულ ამ დოკუმენტში ფიგურირებს 17 ფიზიკური და 58 იურიდიული პირი. ისინი ძირითადად დაკავშირებულები არიან იარაღისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის წარმოებასთან, მათ შორის დრონებთან.
ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში ჰიბრიდული საქმიანობისთვის შემოღებულია სექტორული ზომები, ასევე ინდივიდუალური სანქციები 27 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ.
ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სანქციების სიაში შეტანილია კიდევ 28 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ შორის მოსამართლე ოლესია მენდელეევა, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა პოლიტპატიმარ ალექსეი გორინოვს და სვეტლანა ჟურავლიოვა, რომელიც ამავე პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა. ე.წ. შავ სიაში ასევე არიან მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, ასევე რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ერთი თანამშრომელი.
ცალკე დამტკიცდა ე.წ. შავი სია, რომელიც დაკავშირებულია ში „ქიმიური იარაღის გავრცელებასა და გამოყენებასთან“. მასში შევიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარები და ორი უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
პირველი არხი