ევროპული საბჭოს 2025 წლის შემაჯამებელი დასკვნა

წლის ბოლოს, ტრადიციულად, ევროპული საბჭო შეიკრიბა, შეაჯამა განვლილი წელი და იმსჯელა სამომავლო პრიორიტეტულ ქმედებებზე. ევროპულ საბჭოს შემადგენლობაში არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურები, ევროკომისიის პრეზიდენტი და თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ევროპული საბჭო ქოლგა ორგანოა ევროკავშირში და წარმოადგენს ეროვნული და ევროპული ინტერესების შეჯერების ადგილს, სადაც მიიღება ყველაზე პრიორიტეტული, მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და სავალდებულო გადაწყვეტილებები.
2025 წლის დეკემბრის, ევროპული საბჭოს შემაჯამებელი დასკვნა შედგება შემდეგი თავებისგან:
·
· შუა აღმოსავლეთი
· ევროპული თავდაცვა და უსაფრთხოება
· მომავალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო
· გაფართოება და რეფორმები
· მიგრაცია
· გეოეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა
· სხვა საკითხები
საკითხთა ნუსხა და თანმიმდევრობა, გამჭვირვალეს ხდის ევროკავშირის ყველაზე არსებით და ფუნდამენტურ დღის წესრიგს, გამოწვევებს, საჭიროებებსა და საზრუნავს.
უკრაინა:
ევროპული საბჭო თანხმდება უკრაინისთვის 2026-2027 წლების განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე განხორციელებულ სესხის აღებაზე და უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტის თავისუფალი ფისკალური შესაძლებლობებით (budgetary headroom). ზემოაღნიშნული არ ლახავს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განსაკუთრებულ ხასიათს და, ხელშეკრულებათა შესაბამისად, ითვალისწინებს ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს.
შუა აღმოსავლეთი:
ევროპული საბჭო მიესალმება გაეროს უშიშროების საბჭოს № 2803 რეზოლუციის მიღებას, რომელიც ითვალისწინებს მშვიდობის საბჭოსა და დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალის შექმნას, როგორც ეს განსაზღვრულია ღაზის კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველ გეგმაში. ევროკავშირი ერთგულია ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანისა, მათ შორის, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ევროკავშირის საზღვრის დახმარების მისიის (EU BAM Rafah) და პალესტინის ტერიტორიებზე ევროკავშირის პოლიციის მისიის (EUPOL COPPS) გაძლიერებული მანდატის მეშვეობით, აგრეთვე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრში (CMCC) ჩართულობის გზით… ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, არ განახორციელოს არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) რეგისტრაციის შესახებ კანონის ამჟამინდელი ფორმით ამოქმედება. ევროპული საბჭო განსაკუთრებით მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნას აუცილებელი ნივთების, მათ შორის, თავშესაფრის საშუალებების, ზამთრისთვის მომზადების (winterisation) მარაგებისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების შეშვება. 2025 წლის 20 ნოემბერს გამართული პალესტინის დონორთა ჯგუფის პირველი შეხვედრის საფუძველზე, ევროკავშირი ითანამშრომლებს ყველა პარტნიორთან აღდგენისა და რეკონსტრუქციის ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შესატანად და გააგრძელებს პალესტინის ხელისუფლების მხარდაჭერას, მათ შორის მისი მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის ფარგლებში. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქრისტიანული თემების, წინააღმდეგ მკვიდრთა მხრიდან ძალადობის მასობრივ ზრდას, აგრეთვე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, იძულებითი გადაადგილებისა და ანექსიის პოლიტიკასა და მუქარებს. იგი მოუწოდებს ს მთავრობას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პალესტინელი მოსახლეობის დაცვა.
ევროპული საბჭო მოუწოდებს რეგიონში დეესკალაციისკენ და ხაზგასმით აღნიშნავს ლიბანში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ლიბანის ეკონომიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ქვეყნის აღდგენის პროცესის მიმართ და მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას – სახელმწიფოს მიერ იარაღის ფლობის მონოპოლიის დამყარებას.
ასადის რეჟიმის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ, ევროპული საბჭო კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას სირიაში მშვიდობიანი და ინკლუზიური გარდამავალი პროცესის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს სირიელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას, ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის მიუხედავად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ევროკავშირი გამოთქვამს შეშფოთებას სირიის გარდამავალ პროცესში საგარეო ჩარევის გამო და მოუწოდებს ყველა აქტორს (შიდას, გარეს) სრულად სცენ პატივი სირიის ერთიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ევროპული თავდაცვა და უსაფრთხოება:
ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა უახლეს ჰიბრიდულ თავდასხმას. სა და ბელარუსის მიერ გაძლიერებული ჰიბრიდული კამპანიის ფონზე, იგი მიუთითებს ძალისხმევის დაჩქარებისკენ კავშირის მდგრადობის გაძლიერების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, აგრეთვე ჰიბრიდული თავდასხმების პრევენციის, შეკავებისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისათვის ცვალებადი გარემოს ფონზე წარმოადგენს ევროკავშირის არსებობრივ გამოწვევას. ევროპულმა საბჭომ შეაფასა ევროპული თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ მისი წინა დასკვნების განხორციელების პროგრესი, რომლის მიზანია ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის საბაზისო გაზრდა 2030 წლისთვის და სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირება.
მომავალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო:
ამ სემესტრის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური მომზადებითი სამუშაოების შემდეგ, ევროპულმა საბჭომ მოისმინა დანიის თავმჯდომარეობის მიერ მომზადებული მოლაპარაკების ჩანაწერი (Negotiating Box) და გამართა მოსაზრებების გაცვლა მომავალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს შესახებ.
გაფართოება და რეფორმები:
ევროპული საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს გაფართოების უწყვეტ მნიშვნელობას როგორც გეოსტრატეგიულ ინვესტიციას მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. გაფართოება წარმოადგენს მექანიზმს ევროპის მოქალაქეთა ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის, ქვეყნების შორის დისპროპორციების შემცირებისა და იმ ღირებულებების ხელშეწყობისთვის, რომლებზეც დაფუძნებულია კავშირი. მომავალში კიდევ უფრო გაფართოებული კავშირის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ისე ევროკავშირი მზად უნდა იყვნენ მიერთებისთვის. კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, მიერთების პროცესის ღირებულებით (merit-based) ბუნებასთან და ევროკავშირის მხარდაჭერასთან შესაბამისობაში. პარალელურად, კავშირს სჭირდება შესაბამისი შიდა რეფორმა, რაც გააძლიერებს ევროკავშირს და გაზრდის ევროპულ სუვერენიტეტს.
გაფართოების პროცესის წინსვლის მიზნით, ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას წარმოადგინოს სიღრმისეული მიმოხილვა პოლიტიკისა.
მიგრაცია:
წინა დასკვნებისა და კომისიის პრეზიდენტის ახლანდელი წერილის გათვალისწინებით, ევროპულმა საბჭომ შეაფასა განხორციელების პროგრესი. ამ კონტექსტში, ევროპული საბჭო მოუწოდებს, ყველა მიმართულებით ინტენსიური სამუშაოები გაგრძელდეს პრიორიტეტულად, ევროკავშირის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
გეოეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა:
ევროპულმა საბჭომ გამართა სტრატეგიული დისკუსია გეოეკონომიკური სიტუაციის შესახებ და მის შედეგებზე ევროკავშირის კონკურენტუნარიანობისთვის.
სხვა საკითხები:
ა) ხმელთაშუა ზღვის პაქტი:
ევროპული საბჭო მიესალმება 2025 წლის 20 ნოემბრის ევროკავშირის საბჭოს დასკვნებს „ხმელთაშუა ზღვის პაქტის“ შესახებ („ერთი ზღვა, ერთი პაქტი, ერთი მომავალი“). აღნიშნული პაქტი წარმოადგენს შესაძლებლობას, განახლებული პოლიტიკური გზით, ევროკავშირმა და სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირა პარტნიორებმა ახლიდან ჩამოაყალიბონ ურთიერთობები.
ბ) ბრძოლა ანტისემიტიზმის, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ:
ახლანდელი ანტისემიტური თავდასხმის შემდეგ სიდნეიში, ევროპული საბჭო გამოხატავს თავის გულწრფელ სამძიმარს მსხვერპლთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ და სოლიდარულად გვერდით დგას ებრაული თემების მიმართ მთელ მსოფლიოში.
გ) ბრძოლა დეზინფორმაციისა და საგარეო ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ:
ევროპული საბჭო ახსენებს ევროპის დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობას. იგი ხაზგასმით აღნიშნავს დეზინფორმაციის, საგარეო ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ ბრძოლისა და თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას.
დ) მაკრო-რეგიონული სტრატეგია ატლანტიკისთვის:
ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით, შეიმუშაოს ევროკავშირის მაკრო-რეგიონული სტრატეგია ატლანტიკისთვის 2027 წლის ივნისამდე.
გამოყენებული წყაროები:
https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2025/12/19/european-council-conclusions-18-december-2025/
https://www.consilium.europa.eu/media/wqmknoh4/en-20251218-european-council-conclusions.pdf
https://european-union.europa.eu/institutions-law-budget/institutions-and-bodies/search-all-eu-institutions-and-bodies/european-council_en
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ზურა ჯაფარიძესთან მეგობრული საუბარი გვქონდა – „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები, გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, მგონი, კოლეგებმა უნდა გადააფასონ არასწორი ნაბიჯები