ევროპული საბჭოს წევრები – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თავისი ძალა და შესაძლებლობები უნდა გაზარდოს

უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება და ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი ძალა და შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს ათზე მეტი წევრის წერილშია აღნიშნული.
„უკრაინის წინააღმდეგ ს უკანონო აგრესიულმა ომმა სწრაფი, ღრმა და გრძელვადიანი ცვლილებები მოიტანა ევროპის უსაფრთხოების გარემოში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება და ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი ძალა და შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. უახლოეს თვეებში ჩვენ განვსაზღვრავთ ევროკავშირის სამომავლო სტრატეგიულ პრიორიტეტებს, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი“, – აღნიშნულია წერილში.
ხელმომწერები აცხადებენ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) უნდა მიეცეს უფლებამოსილება განახორციელოს თავდაცვის ინიციატივებში ინვესტიციები არსებული ორმაგი დანიშნულების პროექტების გარდა.
„ეს ნიშნავს ორმაგი დანიშნულების პროექტების ამჟამინდელი დეფინიციების განხილვას და გადაფასებას და გამორიცხული აქტივობების ჩამონათვალს, ასევე თავდაცვის ინდუსტრიის დაკრედიტების პოლიტიკისა და სხვა შემზღუდავი ელემენტების გადახედვას“, – ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ : ფინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, , , საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას