ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების საკითხს განიხილავენ.
“კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა შეიძლება მიმართონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე უკრაინის საკითხიც განიხილება, რომელსაც პრეზიდენტი ეწვევა.