ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – ნიკოლ ფაშინიანთან ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა განვიხილეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა ავრცელებს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა განვიხილეთ. ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესახებ ევროკავშირის ერთგულება გამოვხატე, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან შეხვედრას მოუთმენლად ველი“, – წერს ანტონიო კოსტა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გასულ კვირას სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე აბუ-დაბიში მომხდარზე – როცა ადამიანის ღირსებას შეეხები, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე პასუხი იქნება ქართული – ისეთი რეაგირება იქნება, რაც დამახასიათებელია ქართველი მამაკაცებისათვის!

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, რომ არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, ფაქტებით მანიპულირების მცდელობაა