მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოების საკითხზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება „საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა“.
“მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოების საკითხზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომლის გაკეთება ევროკავშირს შეუძლია. სწორედ ამიტომ ოთხ თვეში უკრაინას ორჯერ ვეწვიე. სწორედ ამიტომ ვეწვიე მოლდოვას მარტის დასაწყისში და მიმდინარე წელს ორმხრივ სამიტს მოვიწვევთ. სწორედ ამიტომ პირველი სამიტი, რომელსაც თავმჯდომარეობდი, დასავლეთ ბალკანეთთან იყო, რეგიონთან, რომელსაც მაისში ვეწვევი”, – განაცხადა კოშტამ.
