ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენება მოისმინეს

ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენება მოისმინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„მჭიდრო ევროპული კოორდინაციის მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. დღეს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მიმდინარე კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შესახებ მოხსენება წარუდგინა“, – წერს ანტონიო კოსტა.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის მოსმენა 6 მარტს დაგეგმილი ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტისთვის მოსამზადებლად სასარგებლო იყო.
„სამიტზე უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)