ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები! – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი ! – პრეზიდენტი ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტს ს განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პრეზიდენტმა კოშტამ დაუდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„დღეს საღამოს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან.
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები!
პრეზიდენტმა კოშტამ დამიდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი