ევროპული ორგანიზაციები ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების სანქცირებისკენ მოუწოდებენ

ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი ორგანიზაციები – ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, ანტი-დემოკრატიული „აგენტების კანონის“ მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ.
7 ივნისს გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს, მიემართებათ:
· ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს,
· ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს,
· ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს,
· ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას,
· ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის
· ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ მათ ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები – უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, – რათა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ.
ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, რომელიც 2020 წლის 7 დეკემბერს მიიღო ევროკავშირმა, ალიანსს აძლევს შესაძლებლობას, მიზანში ამოიღოს ინდივიდები, ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები – როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ფიგურებ, – რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ან მონაწილებდნენ, ან დაკავშირებულნი არიან მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.
21 ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას კანონის „ყოველგვარი პირობის გარეშე“ გაწვევისკენ მოუწოდებენ.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
· Article 19
· Association for Democracy Assistance and Human Rights
· Brot für die Welt
· Club de Madrid
· Danish Institute for Parties and Democracy
· Democracy Reporting International
· Eastern Partnership Civil Society Forum
· Elbarlement
· European Partnership for Democracy
· Free Press Unlimited
· Human Rights Without Frontiers
· ILGA-Europe
· International Federation for Human Rights – FIDH
· International Partnership for Human Rights
· International Planned Parenthood Federation European Network (IPPF EN)
· International Rehabilitation Council for Torture Victims
· Netherlands Helsinki Committee
· Political Parties of Finland for Democracy – Demo Finland
· Protection International
· The Netherlands Institute for Multiparty Democracy
· Westminster Foundation for Democracy.
საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“, – სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით, – და სამი მოსმენით მიიღო.
უმრავლესობამ უკვე დაძლია პრეზიდენტ ს ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება