“ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – პრეზიდენტი EU-ის ლიდერებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ X-ზე ორი განცხადება გამოაქვეყნა.
შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მან დაწერა, რომ ერის სახელით მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.
“ჩვენი ერის სახელით მადლიერება გამოვხატე საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს.
ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნებზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ”.
Extended gratitude on behalf of our nation to ’s friend @CharlesMichel ,who has steadfastly supported our European path

At this pivotal moment, support is vital – moral backing and election observers will empower the people as we reaffirm our commitment to the future pic.twitter.com/NqlmycTfb6— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 2, 2024
ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეხვედრაზე ევროპული მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ”.
Reaffirmed to President @vonderleyen the Georgian people’s commitment to accelerating our European path

I emphasized the crucial importance of European moral support to ensure the Georgian people don’t feel isolated as they declare their European choice on October 26th pic.twitter.com/Eth4vcAXmN— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 2, 2024