ევროპული მარშის მონაწილეების მიმართვა ივანიშვილის ხელისუფლებას

– საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, შევქმნათ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, რასაც “რუსული კანონის მიღება გამოიწვევს”;
– საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. პარლამენტი ვალდებულია, დაემორჩილოს უზენაეს კანონს – საქართველოს კონსტიტუციას;
– საქართველოს პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან;
– საქართველოს მოქალაქები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით;
– ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძრებით მარშით სწორედ საქართველოს პარლამენტის მიმართულებით; მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს, როგორც სიმბოლოს საქართველოს მოქალაქეთა ერთობის;
– ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ილუზორული მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ხელისუფლებას იძულებით მოჰყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილსაც არ სურს “რუსული კანონის” მიღება;
– ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მდგარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენ მოთხოვნებს – “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”;
– ჩვენი მოთხოვნების სამიზნე არის ხელისუფლება და არა ხალხი, ამიტომ, ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, რათა მტრის გეგმას შევუწყოთ ხელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების არარსებული სურათი დაიხატოს;
– ჩვენ, 29 აპრილს, დილის 9 საათიდან გავაპროტესტებთ “რუსული კანონის” მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ დაპირისპირებაში შესვალს ჩვენ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან;
– კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული სხდომა კანონის მეორე მოსმენის გასამართად;
– ხვალ, 29 აპრილს თუ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს “რუსული კანონის” მეორე მოსმენას პლენარულ სხდომაზე, ეს იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო თვითნებობა ხელისუფლების მხრიდან, რასაც წინ აღვუდგებით. საზოგადოებრივი ჯგუფები მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას;
– ხელისუფლებამ იცოდეს, რომ პლენარულრ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩანიშნონ ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეკრებისკენ რათა წინ აღვუდგებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტიურას;
– ძალა ერთობაშია – გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, თავისუფალ საქართველოს!
– კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

თაზო დათუნაშვილი – დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?