კოსმოსურმა ზონდმა Hera-მ, რომელიც დედამიწის ასტეროიდებისგან დაცვის მისიას ასრულებს, ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს მარსის და მისი თანამგზავრის – დეიმოსის, უახლესი ფოტოები გადაუგზავნა.
ზონდმა მარსს 5 000 კილომეტრის მანძილიდან ჩაუარა, რა დროსაც ფოტოების გადაღება შეძლო.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები მიღებული გამოსახულებების დამუშავებით იყვნენ დაკავებულები, მათ შორის იყო ასტროფიზიკოსი, სტერეოსკოპისტი და ლეგენდარული ჯგუფის „Queen“-ის გიტარისტი ბრაიან მეი.
ამჟამად ზონდი Hera თავისი მთავარი მიზნის შესასრულებლად მიემართება. კერძოდ, კი ასტეროიდისკენ, რომელიც ზონდ DART-ს შეეჯახა.
წყარო: imedinews.ge
