ევროპული კომპანიები Starlink-ისთვის კონკურენციის გასაწევად გაერთიანდებიან

თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ევროპული საავიაციო ჯგუფების წარმომადგენლებმა საწყის შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მათი სატელიტების მწარმოებელი მიმართულებების გაერთიანებას ითვალისწინებს.
მთავარი მიზანი ილონ მასკის სატელიტური კომპანიის, Starlink-ისათვის კონკურენციის გაწევაა.
სამი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, შერწყმა ევროპული სახელმწიფოების მთავრობებს სტრატეგიული მნიშვნელობის კოსმოსში ევროპის ავტონომიის შენარჩუნებაში დაეხმარება.
საუბარია Airbus-ი, Thales-ი და Leonardo-ს გაერთიანებაზე. ახალი ერთობლივი კომპანია ევროპის მასშტაბით 25,000 ადამიანს დაასაქმებს და $7.58 მილიარდის შემოსავალს გამოიმუშავებს.
სააქციო წილები შემდეგი პროპორციით განაწილდება: 35% – Airbus-ი; 32.5% – Thales-ი და 32.5% – Leonardo.
მმართველობითი სტრუქტურა დაბალანსებული იქნება.
ევროპული სატელიტური ბიზნესებისკომპანიები საერთო საქმეს 2027 წლიდან დაიწყებენ, თუმცა მანამდე მათ ევროპული მარეგულირებელმა ორგანოების თანხმობა დასჭირდებათ.
კომპანიებმა აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყეს.