ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტირებაზე უარს ამბობენ – კვლევა

ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტირებაზე უარს ამბობენ. მიზეზად სახელდება მმართველი ძალის არასწორი კურსი, რომელმაც, ინვესტორთა ნაწილის მტკიცებით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. შედეგად, საქარველოში ფულის ჩადების მსურველთა რიცხვი უპრეცედენტოდ შემცირდა. ანგარიში ბიზნესკლიმატზე ევროკავშირმა გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტირებაზე უარს პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ამბობენ. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი თქვა.
ეს განცხადება ევროპული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-თან ინტერვიუში გააკეთა. ჯონ ბრეკეველდტი ღიად ამბობს, რომ ევროპული კომპანიები ინვესტიციებს აპაუზებენ და მათი დარწმუნება, რომ სამუდამოდ არ დატოვონ საქართველო, სულ უფრო რთული ხდება.
ევროკაშირმა კვლევის ფარგლებში 200 ევროპული კომპანია გამოკითხა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ პლიტიკური არასტაბილურობა, სამუშაო კადრების დეფიციტი და მიკერძოებული სასამართლო სისტემა ბიზნესისთვის მთავარ დაბრკოლებას ჰქმნის, რის გამოც, ახალ ინვესტიციას ევროპიდან აღარავინ ახორციელებს.
მხოლოდ 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30 პროცენტით შემცირდა. ბიზნესმენები უმძიმეს სცენარს განიხილავენ და ამბობენ, რომ ინვესტიციების კლება გაგღძელდება, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა იქნება.
ინვესტორებს ყველაზე მეტად საქართველოს საგარეო კურსი აბნევს, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციებზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყანა არ დატოვონ, აუცილებელია, დამოუკიდებელი სასამარლო სისტემა, რაც, ექსპერტული წრისა და საქმიანი საზოგადოების შეფასებით, მურუსიზე-ჩინძალაძის კლანის პირობებში, შეუძლებელი ხდება. ბიზნესმენი რესან ქიქავა ამბობს, რომ თუ ინვესტორი სასამართლოს არ ენდობა, ის ქვეყანაში ფულს უბრალოდ არ ჩადებს.
წყარო: tv pirveli