ევროპული თუ ისევ რუსული – რას დაარქმევს ამჯერად და დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციური სპექტრი უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეთავაზების ადრესატები ოპოზიციის წევრები არიან – ს ოპონენტებისგან აინტერესებს, მზად არიან თუ არა პარტიები, მხარი დაუჭირონ იმ კანონის ზუსტ ანალოგს, რომლის მიღებასაც ევროპარლამენტი გეგმავს.
“დემოკრატიის დაცვის პროექტი”, რომლის ინიციატორიც ევროკომისიაა, უცხოურ გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამტკიცებას და, ამ გზით, უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავებას გულისხმობს. საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირის ქვეყნები მსჯელობას ახლა იწყებენ, გასაგებია ”ხალხის ძალისთვის”. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარალელს, მარტში, მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან ავლებენ და ამბობენ, რომ მათი პროექტი გაცილებით ლიბერალური იყო.
არც ევროპაში დაანონსებული და არც ამერიკაში მოქმედი კანონის მიღება არგუმენტი არ არის ოპოზიციისთვის. ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა პარტიებმა პოზიციებს გადახედონ, მთავარ საფრთხედ ს დასახელებაა. თუმცა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, თუ ვისგან გრძნობს ევროპა საფრთხეს, ევროკომისიის კანონპროექტშიც არაა დასახელებული.
ევროკომისია, “დემოკრატიის დაცვის პროექტით”, არასამთავრობო სექტორში, კვლევით ინსტიტუტებში, მედიასა და ბიზნესში უცხოური გავლენის გამოსააშკარავებლად ემზადება, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის მიერ ჯერ დაუმტკიცებელმა პროექტმა საქართველოში კონკრეტული შედეგი უკვე გამოიღო. “ქართულ ოცნებაში” არ გაკვირვებიათ ოპონენტების წინააღმდეგობა.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ევროპელი პოლიტიკოსები, ევროპული ს წინ, 2024 წელს გეგმავენ. ინიციატივას მიზანი მესამე ქვეყნების გავლენისგან ევროპის პოლიტიკისა და დემოკრატიული სივრცის დაცვაა. ბოლო კვლევის მიხედვით, ევროპელების 81%-ის აზრით, უცხოური ჩარევა დემოკრატიულ სისტემებში სერიოზული პრობლემაა და რეაგირებას საჭიროებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით – ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ

შვეიცარიული საბანკო სისტემა, “გლობალური ომის პარტიის” ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ საქართველოს დაუფარავად ებრძვის. Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე

“Julius Baer”-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ