ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით

ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით
ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის და იბრძვის თავისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში კი ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია.
„მემგონი ასეთ არაპრაგმატულ ნაბიჯს არ გადადგამენ, იმის მიუხედავად, რომ ბევრი არაპრაგმატული ნაბიჯი გადაუდგამთ აქამდეც. როცა გამოდის ევროკავშირის პრესსკპიკერი და პირდაპირ მხარს უჭერს პაატა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის მცდელობას, ხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული ევროპული ბიუროკრატია. ამ ფონზე, შეიძლება, არაფერი გაგიკვირდეს, მაგრამ მე მაინც მეეჭვება, რომ გაღიზიანების მიუხედავად, მათ ძალიან აღიზიანებთ ქართველი ხალხი, მისი არჩევანი, მისი ბრძოლა მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ ფონზეც კი, არ მგონია, ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯი გადადგან და სცადონ ქართველი ხალხის დასჯა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ზოგადად ევროინტეგრაციისთვის. მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება, DCFTA შეთანხმება და ა.შ ყველა იმ რეფორმის გატარება. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, ყველა ობიექტური კრიტერიუმით, მათ შორის ევროკომისიის შეფასებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ბიზნესის თავისუფლება და ა.შ ყველა მიმართულებით საქართველო არის პირველ ადგილზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დანარჩენი, ვნახოთ, რამდენად პრაგმატული იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება. თუ იქნება პრაგმატული, ამ შემთხვევაში 2030 წელს ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას