ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდებიან

6 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო სტამბაში ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას გამართავენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, რის შემდეგაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, კერძოდ ბიზნეს და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართება.
„პანელზე წარმოდგენილნი იქნებიან , ევროკავშირის ელჩი საქართველოში და , ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ჯორჯ ველტონი, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი.
ფორუმს დაესწრებიან ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან შეკითხვები პანელისტებს და დიალოგის ფორმატში მოახდინონ იდეებისა და შეხედულებების მიმოცვლა.
ღონისძიებას დახურავს და განხილულ საკითხებს შეაჯამებს ჯონ ბრაეკეველდტი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ