ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის შეღწევა საკმაოდ რთულია, – ამის შესახებ “ქართველის” დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, გადაცემაში ” სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან” განაცხადა. ამის მიზეზად ბიზნესმენმა ნაკლები ცნობადობა და სენტიმენტების არქონა დაასახელა. ჯიმი ჩხაიძე ფიქრობს, რომ ევროპული ბაზრის ასათვისებლად რეკლამაში მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო.
გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე ნაწილს.
რას გვეტყვით ქართული პროდუქციის საერთაშორისო პრომოუშენზე. რომელ ქვეყნებში ახორციელებ ექსპორტს?
” ქართველი” ახორციელებს ექსპორტს 15-მდე ქვეყანაში.მათ შორისა ამერიკა, ჩინეთი, ცალკე ჰონგ-კონგი, ყაზახეთი, იაპონია, უკრაინა, აზერბაიჯანი. პირველი გადატვირთვა გავაკეთეთ ლიბანში. კარგი გეგმები შემოგვთავაზეს. ეს ყველა ბაზარი ძალიან საინტერესოა.
მაგალითად ევროპაში ქართული ნაწარმის საექსპორტო პროცესი სადღაც ჩერდება. ევროპაში ცოტა რაოდენობაა გადატვირთული. არ არის მარტივი შეღწევა ევროპაში.
პრობლემა უფრო ვისშია? ეს არის ევროპული ბიუროკრატია თუ პრობლემა ჩვენშიც არის, რომ ვერ ვახერხებთ ამ ბაზრის ათვისებას?
ცნობადობა და სენტიმენტები არ არის ჩვენი პროდუქტის მიმართ. ამას ალბათ, დიდი ფულის დახარჯვა სჭირდება რეკლამაში, რომ შევაყვაროთ, დავაჯეროთ. ამას მხოლოდ კომპანია ვერ გასწვდება, კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
