ევროპოლის ეგიდით და საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

12-13 დეკემბერს, ევროპოლის ეგიდით, EMPACT -ის („ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ” European Multidisciplinary Platform Against Criminal threats) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და იტალიის რესპუბლიკის NAS Carabinieri თანა-ორგანიზატორობით, თბილისში კონფერენცია EMPACT IPCCGC/OPSON XIII on Counterfeit Food and Geographical Indications გაიმართა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის დელეგატმა (მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, -დან, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნიდან), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (ევროკომისია, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო (Frontex), მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაცია (WCO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სხვა.) და კერძო ორგანიზაციებმა (Amazon, Bordeaux Wine Council, Barilla და სხვა) ერთმანეთს გაუზიარეს არსებული გამოცდილება, განხორციელდა ინფორმაციის მიმოცვლა და განხილულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის, პროდუქციის ფალსიფიკაციისა და ფულის გაყალბების დანაშაულებთან ბრძოლისა და მათი პრევენციის ახალი მიდგომები.
ამასთან, აღნიშნულია, რომ კონფერენციის პირველ დღეს შეჯამდა ოპერაცია OPSON XII-ის შედეგები და დასახულ იქნა სამომავლო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე ოფიციალურად გაიხსნა ოპერაცია OPSON XIII. კონფერენციის მეორე დღე მიეძღვნა EMPACT-ის ოპერატიულ შეხვედრას საკვები პროდუქტების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ