ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს

გერმანიაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ნინო ლოლაძე (57კგ) ფინალურ ორთაბრძოლაში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. კოტე კაპანაძემ (73კგ) კი უკრაინელი იევგენ გონჩარკო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეს, 18 ნოემბერს, ვაჟები – 81, 90, 100 და +100, გოგონები კი 70, 78 და +78 წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.