ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელეს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღეს, 22 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ევროპის ჩემპიონატის წინ, საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობა.
სიაში 26 ფეხბურთელი შედის. ესენი არიან:
· მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი
· მცველები: საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩელეიშვილი.
· ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი.
· თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, .
ფეხბურთელები ავსტრიაში 2 ივნისს შეიკრიბებიან.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას დორტმუნდში, 18 ივნისს თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში შეხვდება, 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებს.

ასევე დაგაინტერესებთ