მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე თურქეთთან 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდისა და გრაცის “შტურმის” ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.
“პირადად ფეხბურთელებს სულ სხვა მოლოდინები გვქონდა, მაგრამ წინა შეხვედრაშიც და დღესაც რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. ალბათ, მეც და სხვა ფეხბურთელებმაც, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს წარმოვადგენთ, საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ.
რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის დასასრული არ არის და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თუ სხვა საკვალიფიკაციოებზე შანსი გვექნება, მაგრამ ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, რადგან მივხვდეთ რა გვჭირდება მოედანზე.
წარმოვადგენთ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თითქოს რაღაც ნაპერწკალი დავკარგეთ. ეს ნაპერწკალი სულ უფრო ქრება და აუცილებელი იქნება, რომ ის დავიბრუნოთ. სხვა გზა არ გვაქვს, არ უნდა დავნებდეთ, საკუთარ თავებზე მუშაობა და შრომა უნდა გავაგრძელოთ.
ამ ორ თამაშში დავეცით და ვერ შევძელით რაც გვინდოდა, მაგრამ ყოველთვის ახალი შანსი გეძლევა. წამოდგომა აუცილებელია და ახალი შანსი ძალიან მალე მოგვეცემა. მალე დადგება დრო, როდესაც ახალი მოლოდინები მოგვეცემა და ჩვენს შანსს ყოველთვის მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ.
ფეხბურთში გამართლების არ მჯერა და ყოველთვის შენი შანსი უნდა გამოიყენო. ამიტომ მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპსა და ერთა ლიგას სულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ”, – თქვა კიტეიშვილმა.
Nakrebi.ge
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
ევროპა ლიგა. “შტურმი” კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა – გუგეშაშვილი “პაოკმა” განაცხადში არ შეიყვანა
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო – ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა – კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, “შტურმმა” ისევ გაიმარჯვა
“შტურმის” მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა – მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და “რეინჯერსს” გაუტანა
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა – “შტურმმა” “რეინჯერსს” მოუგო
