“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს” – მოდრიჩის მოულოდნელი გადაწყვეტილება

ლუკა მოდრიჩი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,, დიდი ალბათობით, კარიერას დაასრულებს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი მანუ კარენო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ხორვატმა ნახევარმცველმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მადრიდის “რეალთან” ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.
“ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრავმების გამო ის თამაშობს იმაზე მეტს, ვიდრე მას სურს.
“რეალი” სამომავლოდ ისეთ მოთამაშეებს დაეყრდნობა, როგორებიც ფედე ვალვერდე, ჯუდ ბელინგემი, ედუარდო კამავინგა და ორელიენ ჩუამენი არიან. მოდრიჩისა და კროოსის როლი კი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ხორვატი კარგად ხვდება, რომ მას ძველებური როლი აღარ აქვს, ამიტომ ახალ ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა. თუ
სარფიან წინადადებას არ მიიღებს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს”, – განაცხადა კარენომ.
შეგახსენებთ, 38 წლის მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში