ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის დღეს,12:00 საათზე დაიწყება

უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი. პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება. ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი. სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი – ილუზია, რომ შეგვიძლია ერთი არჩევნებით დავასრულოთ და შევცვალოთ რეჟიმი, არ გვაქვს – რეჟიმთან ბრძოლა არის ხანგრძლივი პროცესი და მედგრად ვდგავართ, არ ვირხევით ვითარცა ლერწამნი და არ ვთრთით, როგორც ვერხვის ფოთოლნი

დავით სიხარულიძე – ევროპარლამენტის რეზოლუცია არის რეაქცია იმაზე, რაც ხდება – „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული სტრატეგიაა, რომ საქართველო გახადონ ქვეყანა, რომელზეც თავისუფალ სამყაროს ხელი აქვს ჩაქნეული