ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები: გურამ კაშია (ნაკრების კაპიტანი), ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, საბა კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ჯიმი ტაბიძე.
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე.
თავდამსხმელები: , ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ