ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა, ჭაბუკ და კადეტ სამბისტთა ნაკრებებმა 18 მედალი მოიპოვეს

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა, ჭაბუკთა და კადეტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს, აქედან სამი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ათი ბრინჯაოსი.
ჩემპიონობა კადეტებს შორის ოთარ ქოთოლაშვილმა (-49 კგ), ჭაბუკებს შორის ვიტო ჯაჯანიძემ (-64 კგ) და ნოდარ სვიანაძე (+98 კგ) იზეიმეს; ვიცე-ჩემპიონები კადეტებს შორის გიორგი როსტომაშვილი (-53 კგ), გიორგი ჟღერია (-64 კგ) და ნიკოლოზ დგებუაძე (-88 კგ), ახალგაზრდებს შორის კი მიხეილ გაფრინდაშვილი (-71 კგ) და ეკა ზამთარაშვილი (-81 კგ) გახდნენ; ბრინჯაოს მედალს კი კადეტებს შორის მათე ხურციძე (+88 კგ), ჭაბუკებს შორის დავით ვაშაყმაძე (-53 კგ), ანანო კინწურაშვილი (-59 კგ), ნიკა ნანეტაშვილი (-58 კგ), გიორგი მგელიაშვილი (-79 კგ) და ლუკა ნიქაბაძე (-98 კგ), ხოლო ახალგაზრდებს შორის ნინო დარჩია (-54 კგ), გიგა ჯუღელი (-58 კგ), მარიამ სიჭინავა (-59 კგ) და გეგა წვერავა (+98 კგ) დასჯერდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში