“ევროპის ჩემპიონატზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე” – კილიან მბაპე

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა კილიან მბაპემ ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები შეადარა. საფრანგეთის ნაკრების შემტევის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა უფრო რთულია.
“ევროპის ჩემპიონატზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემი აზრით, მოახლოებულ ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე თამაშიც კი ძალიან რთულია.
ევროპის ჩემპიონატი ბოლოს 24 წლის წინ მოვიგეთ, რაც ძალიან დიდი დროა.
რა თქმა უნდა, ტურნირის ტრიუმფით დასრულებას შევეცდებით”, – განაცხადა მბაპემ RMC Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მბაპე “რეალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კილიანმა “სამეფო კლუბთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით სეზონში 15
მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ