“ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში ლომის წილი ქუთაისელს აქვს შეტანილი” – ლორთქიფანიძე

ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი შედეგი უნდა მოუტანოს:
1. ახალი გამოცდილება, დიდ გუნდებთან თამაშის პრაქტიკა, დიდი ტურნირების ატმოსფეროს შეგრძნება, მაღალი რანგის ჩემპიონატის სტანდარტების გათავისება, ახალი ცოდნა… ამ ყველაფერს ერთად ჰქვია – კლასი! კლასის გაუმჯობესება, ამაღლება. 2. ჩვენი ფეხბურთელების ტოპ დივიზიონებში დაწინაურება, უკეთეს კლუბებში გადასვლა. ისეთი პირი უჩანს, რომ ორივე მიზანს მივაღწევთ. მაშასადამე, თუ ბიჭები ასე გააგრძელებენ, სამ-ოთხ წელიწადში ჩვენი ახალგაზრდული შემადგენლობა ჩამოყალიბდება დიდი საკლუბო და სანაკრებო გამოცდილების მქონე გუნდად, რომელიც სერიოზული შედეგებისთვის გეგმაზომიერად იბრძოლებს! ეს არის მთავარი! დიდი სიხარულის მიზეზი გვაქვს, დიდი საფეხბურთო მომავლის იმედი არსებობს, თან ნამდვილი, დასაბუთებული იმედი ! ასე რომ, მიღწეულით გახარების უნარი არ უნდა დავკარგოთ, დაჟინებით, ისტერიულად არ უნდა მოვითხოვოთ წარმოუდგენელი, მ ა გ რ ა მ … არც სასწაულის მშვიდი რწმენა უნდა დავკარგოთ! აბა, თქვენ იცით, ბიჭებო! P.S. ცხადია, იმ სიშლეგეს არ გავიმეორებ, რომ ნაკრების შემადგენლობას პოლიტიკური ნიშნით არჩევენ. თუმცა, ყველა ის არშემდგარი ადამიანი, რომელიც ბუდუ ზივზივაძის კომპეტენციას ცინიკურად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, უკანასკნელ ნაძირალად მიმაჩნია.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საქმეში ლომის წილი ქუთაისელს აქვს შეტანილი. გვესმის, რომ ბუდუ არის ფეხბურთელი, რომელიც მაშინ გამოჰყავთ მოედანზე, როცა თავდასხმის გაძლიერება და მეტი გოლის გატანა სჭირდებათ. გასაგებია, რომ ასეთი ფუფუნება ამ ტურნირზე არ გვქონია… ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი! უბრალოდ, მაინც დიდი უსამართლობა იქნება, თუ მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობას არ მისცემენ…

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელ ოქტომბერს კი არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ