ონლაინ-გამოცემა budgetyourtrip.com-მა სამოგზაუროდ ევროპის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მგზავრობის ხარჯების ინდექსის მიხედვით შედგა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეიტინგში, რომელიც 45 ქვეყნისგან შედგება, საქართველო 44-ე ადგილზე იმყოფება და მას მხოლოდ უკრაინა ჩამორჩება. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში დღეში ერთ ადამიანზე ხარჯები საშუალოდ 32.55 ევროდ განისაზღვრება.
ყველაზე ძვირიანი მიმართულებების ათეული ევროპის მასშტაბით ასე გამოიყურება (დღიური ხარჯი)
შვეიცარია – 312 ევრო
ლიხტენშტეინი -284 ევრო
საფრანგეთი – 262 ევრო
მონაკო – 249 ევრო
სან-მარინო – 240 ევრო
ლუქსემბურგი – 236 ევრო
ისლანდია – 223 ევრო
საბერძნეთი – 215 ევრო
დანია – 212
ნიდერლანდები – 212
რაც შეეხება სამოგზაუროდ იაფ ქვეყნებს, ათეული ასე გამოიყურება:
ალბანეთი – 89 ევრო
ბოსნია-ჰერცოგოვინა – 85 ევრო
რუსეთი – 74 ევრო
ბულგარეთი – 74 ევრო
პოლონეთი – 71 ევრო
ბელარუსი – 67 ევრო
სერბეთი – 42 ევრო
სომხეთი – 33 ევრო
საქართველო – 32 ევრო
უკრაინა – 23 ევრო
გამოცემა წერს, რომ საქართველოში მოგზაურობის შემთხვევაში, ერთი დღის განმავლობაში კვებაში დაახლოებით 14 დოლარი უნდა გაითვალისწინოთ, ადგილობრივ ტრანსპორტში – 5.70 დოლარი, სასტუმროებში კი 23 დოლარი. მათივე გამოთვლით, ერთ კვირაში საქართველოში ვიზიტი ორ ადამიანს დაახლოებით 530 დოლარი დაუჯდება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
