ევროპის ქვეყნებმა 2024 წელს დან რეკორდული მოცულობის გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტი განახორციელეს – Guardian

2024 წელს ევროპულმა პორტებმა მიიღეს 17,8 მილიონი ტონა რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზი, რაც 2 მილიონი ტონით მეტია, ვიდრე 2023 წელს, წერს Guardian-ი დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ Rystad Energy-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.
მარაგების გაზრდილი მოცულობის შედეგად, რუსეთმა გადაასწრო კატარს და -ის შემდეგ გათხევადებული ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა ევროპაში.

კომპანიის ანალიტიკოსმა იან-ერიკ ფენრიხმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს დან ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ნაკადი არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ “რეკორდულ მოცულობას მიაღწია.” მისი თქმით, თხევადი გაზის ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყიდება.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევით ცენტრს (CREA) მსგავსი ციფრები მოჰყავს. ცენტრის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებული გათხევადებული ბუნებრივი არის მოცულობამ 17,5 მილიონი ტონა შეადგინა.
გასული წლის იანვარში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი შეზღუდვები შეეხება ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში რუსული ბუნებრივი თხევადი გაზის გადაზიდვის მომსახურებას გემიდან გემზე ან გემიდან ნაპირზე, და არ შეეხო იმპორტსა და რეექსპორტს მესამე ქვეყნებში ევროკავშირის გავლით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია