„ევროპის უსაფრთხოება თავად უნდა უზრუნველვყოთ“ — EU-ში ტრამპთან ურთიერთობებზე მსჯელობენ

საპრეზიდენტო არჩევნებში ს გამარჯვებამ გაზარდა გაურკვევლობა და შიში იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას და ევროკავშირს მოუწევს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კონტინენტის უსაფრთხოებაზე.
ამ დროისთვის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას უწევს, ყველაზე მსხვილი ფინანსური დონორი კი ევროკავშირია.
ევროპელი ლიდერები ბუდაპეშტში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ახალ პოლიტიკურ სცენარებს განიხილავენ. ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილი იყო ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებ სტრატეგიული დებატები ფოკუსით სამ სფეროზე:
· ორმხრივი ურთიერთობები;
· უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა, მათ შორის უკრაინა;
· გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების ჩათვლით.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა თქვა, ევროპის გადარჩენის „ერთადერთი რეცეპტი“ ერთიანობა და საკუთარი უსაფრთხოების აუთსორსზე (გარე რესურსების მოზიდვა, შესასრულებელი საქმის სხვისთვის გადაბარება) გატანის გარეშე უზრუნველყოფაა.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ნატოს გათვალისწინებით, მაგრამ მეტი შესაძლებლობების შექმნით. ნათელია, რომ ევროპელებმა უნდა შექმნან საკუთარი უსაფრთხოება. და ეს უსაფრთხოება მოითხოვს უფრო მეტ ინვესტიციას თავდაცვაში, მაგრამ არა მხოლოდ თავდაცვაში, ასევე ტექნოლოგიაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუკი მაგიდასთან არ ზიხარ, მაშინ მენიუში ხარ. თუ გეოპოლიტიკური თამაშის მაგიდასთან არ ხართ, მენიუში იქნებით. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც. უკრაინა უნდა იყოს მაგიდასთან და არა — მენიუში“, — განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
„რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება უკრაინის მიმართ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ჩინეთთან ურთიერთობაზე. საჭიროა ერთიანობა უფრო ძლიერი ევროპის ასაშენებლად. თუ არ მოქმედებ, შენს მაგივრად სხვები მოქმედებენ. გოლიათების სამყაროში, ბევრად უფრო ცვალებად სამყაროში, სადაც ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ღირებულებები, ან გექნებათ საკუთარი შესაძლებლობები — უსაფრთხოებიდან დაწყებული ტექნოლოგიებით დასრულებული, ან იქნებით მენიუში. ბოლო წლების განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ ევროპელებს გაეცნობიერებინათ — სამყარო რთული ადგილია, სადაც რეალურ საფრთხეებს უნდა შეხვდე“, — თქვა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უახლოეს დღეებში კიევში ვიზიტს გეგმავს და ამბობს, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის გეგმას განიხილავს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქმედებების აუთსორსინგი. რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ჩვენ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები გვაქვს. რა თქმა უნდა, აშშ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არ შეიცვლება. ჩვენ არ გვინდა, შეიცვალოს. გვსურს, გავაგრძელოთ აშშ-სთან ძლიერი პარტნიორობა. მაგრამ ჩვენ უნდა ავაშენოთ საკუთარი შესაძლებლობები. რაც არ უნდა მოხდეს სხვა სახლებში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს სახლებში. ევროპელების ყველა მნიშვნელოვანი მისიაა, ააშენონ ევროპა, როგორც ძალა, როგორც სუვერენული სუბიექტი, რომელსაც შეუძლია მოქმედება უსაფრთხოების სხვისთვის გადაცემის გარეშე“, — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ამასთან, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მხოლოდ ევროპელების პრობლემა არ არის — ეს საერთაშორისო სამართლის და უსაფრთხოების საკითხია.
„აშშ-ის შეიძლება კათარზისის მომენტია ევროპული ქვეყნების გასაერთიანებლად, რადგან ნათელია, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი ძლიერი პოზიციონირებისთვის. ამიტომ ეს შეიძლება შესაძლებლობა იყოს“, — თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, ისევე როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დონალდ ტრამპს შეახსენეს, რომ მათ საერთო კონკურენტი ჰყავთ — ჩინეთის სახით.
„მე ვენდობი ამერიკულ საზოგადოებას. მათ იციან, რომ მათ ინტერესშია მტკიცე ძალის ჩვენება, როდესაც ავტორიტარულ რეჟიმებთან ვურთიერთობთ. თუ შეერთებული შტატები სისუსტეს გამოიჩენს რუსეთთან, რას გზავნილი იქნება ეს ჩინეთისთვის?“, – იკითხა შარლ მიშელმა.
სამიტის მასპინძელი უნგრეთის პრემიერი იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობას იმედით ხვდება.
„ამერიკელები ამ ომს მიატოვებენ. ყოველ შემთხვევაში, არ წაახალისებენ. ევროპა ამ ომს მარტო ვერ დააფინანსებს… ზოგიერთს ჯერ კიდევ სურს, გააგრძელოს უზარმაზარი თანხების გაგზავნა წაგებულ ომში, მაგრამ იზრდება მათი რიცხვი, ვინც დუმს… და ვინც ფრთხილად ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ სიტუაციას“, — განაცხადა ორბანმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრამდე, რადიოინტერვიუში.
ევროკავშირი-აშშ ურთიერთობების შესახებ დისკუსია 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზეც გაგრძელდება.