“ევროპის უნივერსიტეტში” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართება

“ევროპის უნივერსიტეტში” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართება.
ევროპის უნივერსიტეტის ცნობით, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტში” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის – “განათლება ქმნის მომავალს” დაჯილდოების ცერემონია 24 იანვარს, 13:00 საათზე ჩატარდება.
მათივე ინფორმაციით, “ევროპის უნივერსიტეტის” ოლიმპიადაში ქვეყნის მასშტაბით 200-მდე მე-12 კლასელმა მიიღო მონაწილეობა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ყველა მათგანს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატი გადაეცემა, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები კი სპეციალურად დაწესებული გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდებიან.