„ევროპის უნივერსიტეტმა“ წმინდა მიქაელის (მიხაელოვის) ჰოსპიტალი იყიდა

“ევროპის უნივერსიტეტმა” წმინდა მიქაელის (მიხაელოვის) ჰოსპიტალი იყიდა, შესაბამისი პროცედურა საჯარო რეესტრი ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა, – ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წმ.მიქაელის ჰოსპიტალი რიგით მეორე მრავალპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 2026 წლიდან “ევროპის უნივერსიტეტის” კლინიკურ ქსელს შეუერთდა.
„კლინიკა, რომელიც ადრე „მიხაილოვის საავადმყოფო“ იყო, კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაა. პირველ პაციენტზე ჩანაწერი 1844 წლით თარიღდება.
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს ახალ პრაქტიკულ სივრცეს რეალურ კლინიკურ გარემოში, სადაც მათ პროფესიული გამოცდილების მიღება შეეძლებათ.
“ევროპის უნივერსიტეტის” მფლობელობაშია ასევე – “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი”, სადაც სტუდენტები სისტემატურად გადიან სტაჟირებას, კლინიკურ პრაქტიკას და აქტიურად მონაწილეობენ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში.
სასწავლო პროცესს წამყვანი ქირურგები უძღვებიან და სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებენ.
“ევროპის უნივერსიტეტი“ ასევე ფლობს სტომატოლოგიური კლინიკა – EU Dent-ს, რომელიც მაღალკვალიფიციური სტომატოლოგებისგან დაკომპლექტებული გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით პაციენტებს მაღალი ხარისხის, სრულფასოვან სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს“, – წერია ევროპის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.