„ევროპის უნივერსიტეტის“ 10 სტუდენტი „სანტიაგო დე კომპოსტელას“ უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით კლინიკურ სტაჟირებას გაივლიან

„ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტები: ზურაბ კოპაძე, ანა ბაბაიანი, დინა გოშუანი, თინა ყაველაშვილი, ანა ჯალალიშვილი, საბა სანიკიძე, სალომე კუბლაშვილი, ქეთევან ჯაფარაშვილი, დავით ხორნაული, მეგი ბერიაშვილი „სანტიაგო დე კომპოსტელას“ უნივერსიტეტში (ესპანეთი), სრული დაფინანსებით კლინიკურ სტაჟირებას გაივლიან.
შერჩეული 10 სტუდენტი 2025 წლის 22-28 ივნისს ესპანეთში, პრაქტიკული სწავლებისა და სხვადასხვა კლინიკურ და კვლევითი აქტივობების, მათ შორის: კლინიკური უნარების როტაციების, ჰოსპიტალური სწავლების, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და კვლევის მეთოდების შესწავლის მიზნით გაემგზავრება.
„პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე და წაახალისონ უნივერსიტეტების თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე.
“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მსგავსი შესაძლებლობების შეთავაზებით, უზრუნველყოფს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდა-განვითარებას“, – ნათქვამია “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…