“ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა

“ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე ევროკავშირის გიგანტური დროშა გადმოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა.
„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დილიდან უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და სიმფონიური ორკესტრის კვარტეტი.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი