„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და პროფესორები წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები დღეს წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
„სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ბენეფიციარებს გამოკვლევები ჩაუტარეს. საჭიროებისამებრ, მათ შესაბამისი მედიკამენტები გადაეცათ. ბენეფიციარების გამოკვლევებს მედიცინის და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ნათია ჯოჯუა დაესწრო. ცენტრში იმყოფებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა პროფილის ექიმებს დაეხმარნენ. „ევროპის უნივერსიტეტი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავს ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია