“ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ქრონიკული დაავადებების შესახებ პირველი მასშტაბური კონფერენცია გაიმართა

31 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორის და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ყურაშვილის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე: “ქრონიკული დაავადებების რისკის ფაქტორებიდან ინტერვენციულ პრევენციამდე” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციაზე ასევე გაიმართა რამაზ ყურაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის “დიაბეტის ლექსიკონი – ტერმინები და მათი განსაზღვრა” პრეზენტაცია.
“კონფერენციაზე მოხსენებით “ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები: – “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ყურაშვილი, ⁠”ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასოცირებული პროფესორი ლალი ნიკოლეიშვილი, ⁠”ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი მედეა ამაშუკელი, “ევროპის უნივერსიტეტის” ასისტენტ პროფესორი ⁠ნათია ჩხეიძე, ⁠”ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი თამარ ზერეკიძე, “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი ⁠მაკა ბულეიშვილი წარდგნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა