ევროპის უმსხვილესმა ბანკებმა რეკორდული 13 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს

ევროპის უმსხვილესმა ბანკებმა რეკორდული 13 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს
ევროპის ხუთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა – UBS-მა, BNP Paribas-მა, Société Générale-მა, Barclays-მა და Deutsche Bank-მა – 2025 წლის პირველ კვარტალში აქციებითა და ფიქსირებული შემოსავლით ვაჭრობიდან რეკორდული შემოსავალი დააფიქსირეს. მათ სამ თვეში 13 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს, რაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
UBS-მა და BNP Paribas-მა ისტორიაში საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს. შვეიცარიულ ბანკ UBS-ში ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი თითქმის ერთი მესამედით გაიზარდა და 2.5 მილიარდ დოლარს (2.3 მილიარდ ევროს) მიაღწია, ხოლო ფრანგულმა BNP Paribas-მა რეკორდული 2.8 მილიარდი ევრო დააფიქსირა.
საფონდო ბირჟიდან გასვლის მიუხედავად, გერმანიის Deutsche Bank-მა ობლიგაციებიდან და სავალუტო ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავალი 17%-ით გაზარდა, ხოლო ბრიტანულმა Barclays-მა – 21%-ით.
ფრანგულმა Société Générale-მა აქციებით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 20%-ზე მეტით, 1.06 მილიარდ ევრომდე გაზარდა.