ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები – რას ვნახავთ აგვისტოში

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “დიდი ფეხბურთი” ისვენებს, მაგრამ აგვისტოში ტოპჩემპიონატები დაიწყება, რასაც სანაკრებო ფეხბურთი და ჩემპიონთა ლიგაც მოჰყვება. თვის ბოლოდან საქართველოს ნაკრებთან ერთად საკალათბურთო ევრობასკეტია.
მანამდე, 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასია. იტალიის ქალაქ უდინეში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “პსჟ” ევროპა ლიგის ბოლო მფლობელ “ტოტენჰემს” შეხვდება. პარიზელები ახლა ისვენებდნენ და ახალ სეზონს მოსამზადებელი ეტაპის გარეშე, სუპერთასით გახსნიან.
საფრანგეთის ჩემპიონატში აგვისტოში პარიზელები 3 შეხვედრას ჩაატარებენ – “ნანტსა” და “ტულუზას” ესტუმრებიან, შინ კი “ანჟეს” ეთამაშებიან.
ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის “ლიონისა” და გიორგი აბუაშვილი/გიორგი წიტაიშვილის “მეცის” ქომაგობაც მოგვიწევს. ჯერჯერობით, ზურიკო დავითაშვილი კვლავ ლიგა 2-ია “სენტ ეტიენშია.”
შესაძლებელია, გიორგი მამარდაშვილი უფრო სათასო შეხვედრებში ვნახოთ. ასეთი პირველუ რანგის დაპირისპირება “ლივერპულს” 10 აგვისტოს, FA ქომუნითი შილდზე, “კრიატალ პალასთან” სტუმრად აქვს. მანამდე, ოთხში, “ბილბაოსთან” ამხანაგურია, სექტემბრამდე კი პრემიერლიგის სამი მატჩი – “ბორნმუთი”(შინ), “ნიუკასლი”(სტუმრად) და “არსენალი”(შ).
გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ “უოტფორდშია”, ჩემპიონშიპსა და EFL თასზე აგვისტოში გუნდი 5 შეხვედრას ჩაატარებს.
ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმი” სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გერმანიის თასზე, 16 აგვისტოს “ბალენგერთან” ჩაატარებს, ბუნდესლიგაში კი აგვისტოში სულ 2 ტურია. მსგავსი გრაფიკი აქვს მეორებუნდეალიგურ “ნიურნბერგსა” და ლუკა ლოჩოშვილს.
ესპანეთში თუ ქართველები აღარ არიან, იტალიაში მხოლოდ მეორე ლიგაში ვართ – საბა გოგლიჩიძე “ემპოლიში” და გიორგი კვერნაძე “ფროზინონეში”. აქაც ჯერ ტრანსფერების ალბათობა გვაქვს, წინ ერთი თვეა.
ველოდებით, გიორგი ქოჩორაშვილი “სპორტინგს” კარგად მოერგოს, ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” კი ჩემპიონატს 1-ელ აგვისტოსვე იწყებს და ამ თვეში 6 მატჩი ექნებათ.
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგი” სუპერთასის ფინალში “ბენფიკასთან” დამარცხდა
“შახტარია” თუ ბრაზილიის ნაკრები? – გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა, დონეცკური გუნდი კი მესამე რაუნდში გავიდა