ევროპის სახელმწიფოები მოითხოვენ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას

ევროკავშირის სახელმწიფოებმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.
გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება 12 თებერვალს, ღამით გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა -ის პრეზიდენტ ს და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.
ევროპელი მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელები პარიზში განიხილავდნენ უკრაინაში მიმდინარე ომს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მზად არიან გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა და მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული არიან.
საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელები იზიარებენ მიზანს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, სანამ მიღწეული არ იქნება სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა, რომლითაც გარანტირებული იქნება უკრაინის და მისი ევროპელი მოკავშირეების ინტერესები.
ევროპელი მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელები მოელიან შემდგომი გზების განხილვას ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად და აცხადებენ, რომ საერთო მიზანი უნდა იყოს უკრაინისთვის ძლიერი პოზიციების უზრუნველყოფა. განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.
განცხადების თანახმად, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება აუცილებელი პირობაა ძლიერი ტრანსტლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოება კი საერთო პასუხისმგებლობაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად.
12 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში არარეალისტური მიზანია, ისევე, როგორც ნატოში უკრაინის გაწევრება.
ჰეგსეტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაესწრო უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციტივით 2022 წელს შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას, რომელსაც პირველად არ ხელმძღვანელობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნით, სხდომას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ უხელმძღვანელა.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
ფორუმი