უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული სიგნალია, – ამის შესახებ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა განაცხადა.
„შესანიშნავი ახალი ამბავი ევროპული საბჭოდან! უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული სიგნალია ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული ცხოვრების წესის დასაცავად. ჩვენ ვამაყობთ, რომ მათ მომავალი ევროკავშირში აირჩიეს“, – წერს მანფრედ ვებერი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.