სახაროვის პრემიის ლაურეატი, მზია ამაღლობელი, არა მხოლოდ მამაცი ჟურნალისტია; ის მთელი ქართველი ერის სიმბოლოა, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ამჟამინდელ მღელვარე დროში ის ყველას გვიგზავნის გზავნილს: „იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“, – აცხადებენ „ევროპის სახალხო პარტიაში“.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და ბელარუსი ჟურნალისტის, ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.




