ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) თანამოაზრე დეპუტატებთან ერთად საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის ტექსტი გმობს „რეპრესიებს, უკანონო დაკავებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან თითქმის ერთი წელია გრძელდება”, გმობს თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიასა და აკადემიურ წრეებზე. გმობს პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. გმობს ხელისუფლების მცდელობას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები „დადგმული საკონსტიტუციო სასამართლო პროცესის“ გზით.
EPP მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და შეწყვიტოს სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად.
მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები და აღადგინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების პატივისცემა.
EPP მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები (მაგ. GRECO, Moneyval) კორუფციისა და ფულის გათეთრების გახმაურებული საქმეების გამოსაძიებლად საქართველოში.
აცხადებს, რომ კრიზისის გადაწყვეტა მიღწეულ უნდა იქნას ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო ს ჩატარებით.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ