ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ამბობს, რომ ს დაკავების მუქარა მიუღებელია

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მუქარა, რომ დააკავებს საქართველოს პრეზიდენტს, ს, მიუღებელი და არათავსებადია ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივასთან“
მინისტრი, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებსაც ხმაურება და ფიქრობს, რომ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყდეს.
„საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი მოსახლეობის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს”, – წერს ბენჟამინ ჰადადი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ 22 დეკემბრის პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე თქვა, რომ მან პრეზიდენტის რეზიდენცია “ფანჩატურად აქცია” და რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს.
ამბობს, რომ თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
„72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა, არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, – თქვა ირაკლი მ და დასძინა, – ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – განაცხადა მ.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29 დეკემბრამდე არ იტყვის, რას გეგმავს ყაველაშვილის „არალეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ. ოპოზიციის ნაწილი მას რეზიდენციაში დარჩენას ურჩევს და ფიზიკური დაცვის პირობას აძლევს.
ს ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან