ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი ს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
“ევროპული მულტილატერალიზმისა და საერთო სამართლებრივი წესრიგის [მიმართ] საფრთხეები ტვირთად აწვება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ერთიანი ვიყოთ ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ იმ გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც ვდგავართ”, – ნათქვამია წერილში.
“დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგროვილი თქვენი ფართო გამოცდილება – იქნება ეს თქვენი ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარეობა, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობა თუ კომიტეტის წევრობა – გადამწყვეტი ფაქტორი იქნება თქვენს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად”, – აღნიშნულია წერილში.
Previous: თავდაცვის მინისტრი მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრა

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს