ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

დღეს, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ს ვებგვერდზე დევს.
კერძოდ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატები სახელწოდებით – „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“ არის დაგეგმილი.
დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.