ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დებატები გაიმართა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოზე დებატები გაიმართა.
მომხსენებელმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს, მათ შორის, ხაზი გაუსვეს დემოკრატიულ უკუსვლას და ყურადღება გაამახვილეს ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და პროევროპული აქციების მონაწილეების დაკავებაზე და ქართულ ოცნებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
გარდა ამისა, დეპუტატებმა თქვეს, რომ საჭიროა ზომების გაძლიერება, რათა “რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს” სანქციები დაუწესდეთ.
ევროდეპუტატი ერიკ-ნილს კროსი:
“მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ – ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ ქართული ოცნების ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ”, – თქვა ერიკ-ნილს კროსმა.
უკრაინელი ევროდეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო:
“ვისთვის მუშაობს რეალურად საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი ხელმძღვანელები? როდესაც ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებენ, ეს არ არის ქართველი ხალხის ხმა. ეს არის კრემლის ჩურჩული. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ლიდერებს, რომლებიც მათ გვერდით დადგებიან და არა ვლადიმერ პუტინთან. და სწორედ ეს ხდება ახლა.
ეს არის ს აგენტურა, მარიონეტები, რომლებიც ამ შეტევას ახორციელებენ საქართველოზე. ეს არ არის , ბიძინა ლუკაშვილი უნდა ვუწოდოთ მას, რადგან ის აკეთებს ალექსანდრ ლუკაშენკოს საქმეს, ბელარუსის საქმეს და ბელარუსის მსგავსია, რომლემაც დაკარგა დემოკრატია და შემდეგ სახელმწიფოებრიობა. იგივე რეალობაა საქართველოშიც”, – თქვა ოლექსი გონჩარენკომ.
ალბანეთის პარლამენტის დეპუტატი, ალბანა ვოკში:
“ჩემი გამოცდილებით, დიქტატორებმა და ავტორიტარებმა “შესანიშნავი” ჩაატარეს და ყველაფერი მოხდა მანამდე, სანამ ადამიანები საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. ამ შემთხვევაში, ეს შემაშფოთებელი სიახლეები საქართველოდან, თუნდაც, გასულ კვირას 4 ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნით, რაც კანონის უზენაესობის პროცესში არ არის ჩართული – ეს არის საქართველოში დევნის შედეგი, ეს არის რეპრესიის ინსტრუმენტი.
თუ გავაგრძელებთ გვერდით გახედვას, დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი იყოს ციხეში და ამ შემთხვევაში, აღარ იქნება ქვეყანაში ოპოზიცია, აღარ იარსებებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ასამბლეის ნაწილი და მონაწილეები იყვნენ და დემოკრატიულ ვალდებულებებს იცავდნენ. […] სიჩუმის დრო არ არის, ახლა არის მომენტი, რომ ვიმოქმედოთ მანამ, სანამ საქართველოში დემოკრატია მხოლოდ მოგონება გახდება”, – თქვა ალბანა ვოკშიმ.
ერთ-ერთმა მომხსენებელმა საქართველოზე საუბრისას თქვა:
“საქართველოს არჩევნების პროცესი იყო სხვადასხვა არასამართლიანი ჩარევებით წარმართული და რეალობა, რასაც განვიხილავთ, ამ არჩევნებიდან მოყოლებული – დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები ძალიან დიდი ზეწოლის და წნეხის ქვეშ არის. ჟურნალისტები, ასევე ოპოზიციური პარტიის წევრები დაპატიმრებული არიან მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გამოხატვის გამოც, კი.
მინდა ძალიან ცხადად აღვნიშნო, რომ ხმის ჩახშობა არ არის სიძლიერის ნიშანი, ეს არის სისუსტის და არადამაჯერებლობის ნიშანი. ძლიერ ლიდერებს არ ეშინიათ დიალოგის, არ ეშინიათ მათი ხალხის ხმის. ისინი ერთვებიან დებატებში, რადგან იციან, რომ თავისუფალი საზოგადოება არის უფრო ძლიერი საზოგადოება. […] გვახსოვდეს, რომ ადამიანები არ არიან ბრმები, ისინი იმსახურებენ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და გაათავისუფლონ ისინი, ვინც არ არიან სამართლიანად დაკავებულები”, – თქვა მან.