ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს, – ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.
„ვულოცავთ ალენ ბერსეს, რომელიც ახლახან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩიეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE).
ალან ბერსე მოვალეობის შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება.
შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი, ალენ ბერსე აღნიშნულ თანამდებობაზე მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეცვლის.

ასევე დაგაინტერესებთ