ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი –

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა.
გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მმართველ პარტიას სამთვიანი გაფრთხილება მისცა, რათა პირობები (ახალი , პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მიერ ძალადობის დასრულება) შეასრულოს ან გარიცხვა მოხდება. ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა“, – წერს პლატფორმა X-ზე .
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო